geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მთარგმნელ მანანა სალაძისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

თსუ-ში მთარგმნელ მანანა სალაძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ქართულ-უნგრული ლიტერატურულ-კულტურული ურთიერთობები"დაიწყო.

 

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ერეკლე ასტახიშვილი, საქართველოში უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პეტრა პონევაშ-პანა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ სტუდენტები, პროფესორები, უნგრეთის საელჩოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

თსუ-ში 2019 წლიდან მოქმედებს უნგრული ენისა და კულტურის კურსი, რომელსაც შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის დოქტორი არპად ელეში უძღვება.

თარიღი: 16/03/2026